ჩვენს შესახებ
Premium Motors უკვე 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ავტოსერვისის ბაზარზე. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდი ახორციელებს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზიანის ექსპერტიზას, ნარჩენი ღირებულების დადგენას და აღდგენითი სამუშაოების სრულ კალკულაციას.
ჩვენი კომპანიის მთავარი ღირსება არის გამოცდილი და პროფესიონალი ექსპერტ-შემფასებლების გუნდი, რომელთა ნაწილს 9 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მათ ზურგს უმაგრებს „პრემიუმ მოტორსის“ თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მაღალკვალიფიციური ხელოსნები, რაც გვაძლევს საშუალებას, უზრუნველვყოთ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება.
წლების განმავლობაში წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, მათ შორის არიან: ALDAGI, GPI Holding, Unison, PSP დაზღვევა და სხვა წამყვანი ორგანიზაციები.
ჩვენი ერთგული და გრძელვადიანი პარტნიორები ასევე არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და რიგი დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში.

